ევროკავშირის სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ყოველ მომდევნო დღეს მისი მომავალი სულ უფრო უიმედო ხდება, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავის ახლახან გამოქვეყნებულ ბლოგში „არა, დრო რუსეთის მხარეს არაა“.
თავის სტატიაში ბორელი უპირისპირდება რუსეთის მტკიცებებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით რეალურად არ ზარალდება და რომ უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიულ ომში დრო რუსეთის მხარესაა.
ბორელის თქმით, რუსეთის ეკონომიკის სამხედრო მრეწველობაზე გადაწყობა უკვე აისახა უარყოფითად რუსეთის მრავალ რიგით მოქალაქეზე. ამის მაგალითად მას მოჰყავს ის გარემოება, რომ გასულ ზამთარს რუსეთის რამდენიმე დასახლებაში ცენტრალური გათბობის სისტემები მწყობრიდან გამოვიდა. „თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება“, – ამბობს ბორელი.
ის ასევე წარმოაჩენს იმის მაგალითებს, თუ როგორ შეეხო ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფულეს. მისი თქმით, ქვანახშირსა და ნავთობზე ევროპის მიერ დაწესებული ემბარგოსა და ნავთობის ექსპორტზე დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილი ზღვრული ფასის შედეგად შემოსავალი, რომელსაც რუსული ეკონომიკა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, 2022 წლის გაზაფხულის მერე განახევრდა. 2022 წელს რუსეთის ეკონომიკამ ინფლაციის მკვეთრი ზრდაც განიცადა, 2022 წლის გაზაფხულიდან კი რუბლი მუდმივად უფასურდება.
ბორელის თანახმად, რუსეთი უკვე განიცდის მნიშვნელოვან „კაპიტალის გაქცევას“ და მისი სამრეწველო სისუსტეებიც მეტად აშკარა ხდება: „ომის დაწყების მერე რუსეთში ავტომობილების წარმოება განახევრდა. კოსმოსური ინდუსტრია, რომლითაც ერთ დროს ქვეყანა ასე ამაყობდა, დიდ განსაცდელშია. საჰაერო ტრანსპორტი ერთობ სახიფათო გახდა, რადგან ქვეყანას მისი შეკეთება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და სათადარიგო ნაწილების მოპოვება უჭირს“.
რუსეთი, რომლის მოსახლეობაც, მართალია, უკრაინისაზე სამჯერ უფრო დიდია, სინამდვილეში ევროკავშირის სანქციების შედეგად უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული, – დასკვნის სახით ამბობს ბორელი.
„დროის სვლასთან ერთად ამ სანქციების ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება, რადგან ადამიანური კაპიტალი იწურება, ინვესტიციების მოცულობა და ხარისხი მცირდება და რუსეთს აღარ მიუწვდება ხელი იმ მაღალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი მომავლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო“, – აღნიშნავს ის.
ბორელის ბლოგს ქართულად გაეცანით ბმულზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი