27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დოდოს მოლოდინში“ აღნიშნა. ამ დღეს სპექტაკლს, უკვე მესამე წელია, ხარაგაულის თეატრი სპეციალურად უფროსკლასელებისთვის მართავს.
„2022 წლის 27 მარტს „დარისპანის გასაჭირი“ რომ ვითამაშეთ, ჩემთან მოსწავლეები მოვიდნენ და მითხრეს, რომ თეატრში პირველად იყვნენ, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – მაშინ გადავწყვიტე, რომ ყოველ 27 მარტს სპექტაკლი უფროსკლასელებისთვის გავმართოთ.
ხარაგაულელი ახალგაზრდები მინდა, რომ პირველად აქ, თავიანთ მშობლიურ მუნიციპალიტეტში ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას, ნახონ ჩვენი შემოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე წელია, უფროსკლასელები დიდი ინტერესით ესწრებიან სპექტაკლებს. გასულ წელს „მაცეკვე ტანგო“ ვაჩვენეთ. სპეციალურად მათთვის სპექტაკლს უფასოდ ვატარებთ. ბევრს გული დაწყდა, მაგრამ ჩვენი კინოთეატრის დარბაზი 300-ზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს“.
დატო ტურაშვილის პიესის მიხედვით ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დადგმულმა სპექტაკლმა „დოდოს მოლოდინში“ 2023 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“, ხოლო თავად ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი