წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კურორტ „ნუნისის“ მფლობელი სამკურნალო წყლის 25-წლიან ლიცენზიას მიიღებს. ეს ინფორმაცია ამ კურორტის დამფუძნებლისა და დირექტორის, ირმა დაუშვილისგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა.
ირმა დაუშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტროში განაცხადს წარადგენს და ნუნისის სამკურნალო წყლის ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურებიც დაიწყება. კურორტის მფლობელმა 25-წლიანი ლიცენზიის ხელახლა მოსაპოვებლად, კურორტის განვითარებაში ინვესტიცია უნდა ჩადოს. ირმა დაუშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობის საინვესტიციო თანხაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ „ნუნისის“ სამკურნალო წყლის მოპოვების ლიცენზიას ვადა 2022 წლის ბოლოს გაუვიდა. მფლობელის დროული მიმართვის მიუხედავად, აუქციონი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. სახელმწიფო უწყებასა და კურორტის ადმინისტრაციას შორის შეუთანხმებლობამ კანის სხვადასხვა დაავადების მქონე ის მოქალაქეები დააზარალა, რომელთათვისაც ნუნისის სამკურნალო წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კურორტმა, 2023 წლის ზაფხულზე, სამკურნალო პროცედურების მსურველი 300-ზე მეტი პაციენტი ვერ მიიღო.
„იმედია, ამ ზაფხულს, სამკურნალო წყლის აბაზანების მიღებას ყველა მსურველი შეძლებს“, – ამბობს ირმა დაუშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კურორტ ნუნისის ადმინისტრაციას.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი