ხარაგაულში, დედის დღესთან დაკავშირებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მომუშავე მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრის ორგანიზატორი ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლელა შარიქაძე გახლდათ, ღონისძიების მხარდამჭერი კი – საგანმანათლებლო რესურსცენტრი და პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია.
კინოთეატრის ფოიეში მრავალშვილიანი დედების – მელანო ბერაძის, მარიამ ქველაძის, რუსუდან ფოჩხუასა და მაია ნანიტაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს, ბედნიერი დედობა და შვილებით სიამაყე უსურვეს კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ; საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ; საკრებულოს წევრმა, თავადაც მრავალშვილიანმა დედამ, დოდო ხაჩიძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა ლელა შარიქაძემ.
ირინე ჩხეიძე: – დედის დღეს გაზაფხულზე, წელიწადის ულამაზეს დროს ვზეიმობთ, რადგან ქალი, დედა, თავად არის გაზაფხულის, სიყვარულის, სიკეთის, სათნოების სიმბოლო, ამქვეყნად სიცოცხლის საწყისი. თქვენ ისედაც მრავალ შვილს უზრდით ქვეყანას, როცა მათ საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში ასწავლით. ეს დიდი ღვაწლია. სასიხარულოა, რომ თავადაც მრავალი შვილის მშობლები ხართ.
შეხვედრის ორგანიზატორმა ლელა შარიქაძემ აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების გამართვის სურვილი ნადაბურის საბავშვო ბაღის გამგის, მირანდა გელაშვილის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა. მირანდა საკუთარ სამ შვილთან ერთად ორ მაზლისშვილს ზრდის.
ღონისძიებაზე დედისადმი მიძღვნილი სიმღერები ხარაგაულის კვარტეტმა შეასრულა გიორგი მაქაძის, ლია ჯანიაშვილის, დავით კვირიკაშვილისა და გია მეიფარიანის შემდგენლობით.
მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს კი, სიმბოლურად, სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი