მეორე თვეა, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა განახლდა. ამჟამად მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
ამ გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „New Road“-მა სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორი „ბიპი ტრანსი“ დაიქირავა.
სამუშაოთა მწარმოებლის, ბაჩო ჭანჭალეიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამად მოლითი-წიფას მონაკვეთზე მიმდინარეობს, მუშავდება მიწის ვაკისი და ფერდები, სუსტი გრუნტის ნაცვლად, ხარისხიანი გრუნტი შეაქვთ, ჰიდროჩაქუჩებით მუშავდება კლდეები და ფართოვდება გზები.
„ძალიან რთული სამუშაოა გზის მთელ მონაკვეთზე – იმერეთშიც და ქართლშიც, როგორც კლდოვან ნაწილზე, ისე გრუნტზე, – ამბობს ბაჩო ჭანჭალეიშვილი, – 31 ერთეული ტექნიკა გვყავს. ხარისხზე მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულები. მიწის ვაკისი კარგი თუ არ იქნება, გზაზე ასფალტის დაგებისას პრობლემები იჩენს თავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დავასრულოთ. სამუშაოები აპრილიდან უნდა დაგვეწყო, თუმცა, ამინდებმა მოგვცა საშუალება და საქმიანობას იანვრიდან შევუდექით. ამიტომ გზის რეაბილიტაცია, შესაძლოა, დათქმულ ვადაზე ადრე დავასრულოთ“.
ამ გზის მშენებლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ფერხდება. ბაჩო ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულიდან მოლითამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.
მიმდინარე სამუშაოების გამო, მოლითიდან წიფას მიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია:
დილის 08:30 საათიდან 13:00 საათამდე;
15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ეს შეზღუდვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძროსა და პოლიციის ავტომანქანებს არ ეხება.
„ტოტალური შეზღუდვა არც მოქალაქეების ავტოტრანსპორტისთვის დაგვიწესებია, – ამბობს ბაჩო ჭანჭალეიშვილი, – მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ და თუ შესაძლებელია, ვცდილობთ, გზის სავალი ნაწილი მუშაობის პროცესში მალევე გავათავისუფლოთ“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „New Road“-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55) ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ24+620 – კმ50+244 მონაკვეთის (სექცია – 2) დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 96 309 126 ლარი გაიხარჯება. ამ გზის რეაბილიტაცია 2025 წლის 30 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“ გზის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დაესრულებინა.
„აკკორდმა“ გზის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბრიდან ვეღარ გააგრძელა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი