ესაა მდინარე ქუნცურზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც სოფლის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, – ამ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი – მარელისი – ჩემი სოფელი • Marelisi – My village აქვეყნებს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ ყურდღებასა და ეფექტურ ქმედებას ითხოვს.

ამ ხიდის დანგრევა, მინიმუმ, ნიშნავს სოფლის ნახევარის უგზოდ დარჩენას. თუმცა, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია.

არც ხიდის შეკეთება ნიშნავს არაფერს, თუ მდინარე ქუნცურის შემდგომი მოდიდებისგან გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის არ გატარდა პრევენციული ზომები.

მდინარის ხეობა სავსეა მოთხრილი ხეებით, რომელიც სამომავლოდ წყლის შეგუბების საშიშროების რისკს ზრდის.

როგორც მოსახლეობისგან ვიცით, ასევე მდინარის ხეობაში მრავლადაა მეწყერული ზონები.

საჭიროა ხეობის სპეციალისტებისგან შესწავლა და რისკების შემცირება.

ასევე პრევენციული ზომების მიღება.

ლეკურიანიშვილების უბანში, მდინარის დონე აწეულია, ნაშალი მასალა გასატანი და ა.შ.

საჭიროა რეალური მოქმედება (მოსახლეობასა და სპეციალისტებთან თანამშრომლობით) და არა „რაღაცის კეთება, რაღაცის კეთებისთვის”.

ვიცით, რომ სამუშაობები დაგეგმილია, მაგრამ ველოდებით არა შედეგის „გამოსწორებისთვის“ სამუშაოებს, არამედ პირველ რიგში პრევენციულ ზომებს, – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე – მარელისი – ჩემი სოფელი • Marelisi – My village გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტოები:

ნარგიზი გლუნჩაძის, გიორგი შალიკაძის.