ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა, განსაკუთრებით კი – ჩხერიმელას ხეობის სოფლების, ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს.
ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია. ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის კი მატარებელი, ამ დრომდე, გაადგილების ერთადერთი საშუალებაა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პანდემიის შემდეგ სხვა საგარეუბნო მატარებლების (ბორჯომი-თბილისი, ხაშური-თბილისი) აღდგენაში პარლამენტარებმა იაქტიურეს. ამიტომ, ამ საკითხთთან დაკავშირებით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირება ვცადეთ. მას შემდეგ, რაც პაატა კვიჟინაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს დავუკავშირდით.
ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ცხვედაძე ამბობს, რომ პაატა კვიჟინაძე ამ საკითხს „საქართველოს რკინიგზაში“ იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ მოსახლეობა მას წერილობით მიმართავს.
„პანდემიის შემდეგ ბატონი პაატა აქტიურად იყო ჩართული ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის აღდგენაში, – ამბობს ნანა ცხვედაძე, – მოსახლეობის მომართვის შემდეგ მან ასევე მოითხოვა, რომ თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის მატარებელს ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ერთი ვაგონი დამატებოდა.
აუცილებელია, რომ მოსახლეობამ წერილობით მოგვმართოს და ქუთაისი-თბილისის მატარებლის დანიშვნის აუცილებლობა დაასაბუთოს. დეპუტატმა მითხრა თქვენთვის გადმომეცა, რომ ის ამ პრობლემის მოგვარებისთვის „საქართველოს რკინიგზასთან“ ითანამშრომლებს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი