ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისა და თითოეული ამ ღონისძიების ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაცია მოვთხოვეთ.
ჯერჯერობით, მხოლოდ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი მივიღეთ. ველოდებით თითოეული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციას.
8 დეკემბერს ჩვენ უკვე გაცნობეთ, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში 24 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული 290 ლარის გახარჯვას აპირებს.
ამჟამად გთავაზობთ ხარაგაულში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს:
19- 28 დეკემბერი – საახალწლო ზეიმები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში;
20 -21-22-29 დეკემბერი – საახალწლო ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის სკოლებში. ღონისძიებები გაიმართება ზონალურად. დასაწყისი 14 საათი.
23 დეკემბერი – ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები „ხარაგაული“ და „ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში გამართულ ფესტივალში „ამღერებული იმერეთი“.
24 დეკემბერს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ადგილი: ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი
14:00 – ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა;
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი;
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება;
14:00 – 18:00 – ვორქშოპი საახალწლო ორცხობილების მოხატვა;
14:00 – 18:00 – სახის მოხატვა ბავშვებისთვის;
14:00-19:00 – მუსიკალური ინსტალაცია – „ლაპლანდია“;
15:00 – ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად და სანტას შეხვედრა ბავშვებთან;
15:15 –16:45 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
16:45-17:00 – ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა;
14:15-18:00 – დღის მუსიკალური გაფორმება: Dj Roy Fitz;
18:00-20:00 – გალა კონცერტი – „რანინა“, „დუეტი ჯორჯია“, „SALIO“;
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
25 დეკემბერი – სამუსიკო სკოლაში გაიმართება სასახალწლო საფორტეპიანო კონცერტი მოსწავლეთა მონაწილეობით. დასაწყისი 15 საათი.
26 დეკემბერს – ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში სტუმრად მისული ბავშვები დაამზადებენ საახალწლო აქსესუარების და მოისმენენ ისტორიებს საქართველოში სასახალწლო ტრადიციების შესახებ. დასაწყისი 14 საათი.
27 დეკემბერი – ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საახალწლო კონცერტი. კონცერტამდე კინოთეატრის ფოიეში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 საათზე.
28 დეკემბერს – ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება სამუსიკო სკოლის „საახალწლო კარნავალი“. დასაწყისი 15 საათზე.
29 დეკემბერი – ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება სასკოლო საახალწლო კარნავალი. დასაწყისი 14 საათზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი