ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, მთავრობის 2023 წლის 5 დეკემბრის #2167 განკარგულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 150 000 ლარი მიიღო; მათ შორის 850 000 – ქონების გადასახადის გეგმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, აუცილებელი ხარჯების დასაფარად. დარჩენილი 300 000 ლარიდან 290 000 ლარი, როგორც ეს მერიის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, მასშტაბური საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად გამოიყო, 10 000 ლარი კი საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბური საახალწლო ღონისძიების გასამართად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტს გამოეყო.
საკრებულომ ეს საბიუჯეტო ცვლილება 8 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას არ ეწინააღმდეგებიან; თუმცა, 290 000 ლარზე ნაკლები თანხით შეიძლება სადღესასწაულო განწყობის შექმნა და იმ აქტივობების განხორციელება, რომლებიც ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლო კვირას ჩატარდება.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს – მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული, – აღნიშნეს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ, კობა გოგსაძემ და ირმა ალხაზიშვილმა, – მათივე თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხა შეიძლებოდა ყაირათიანად განკარგულიყო და საახალწლო ღონისძიებები ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების ჩართულობით გამართულიყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები – მომღერლები, მსახიობები, მოცეკვავეები, მუსიკოსები ქვეყნის მასშტაბით სახელგანთქმულები არიან და ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებაც შეუძლიათ. უმჯობესია, ვიყიდოთ აუცილებელი საახალწლო აღჭურვილობა, რომ ყოველ წელს არ დავიქირაოთ. ასე დავზოგავთ საბიუჯეტო სახსრებს და უფრო მეტ გაჭირვებულ ოჯახს მივეხმარებით“, – ამბობენ საკრებულოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ წელსაც გასული წლის მსგავსი ღონისძიებები მოეწყობა. მომსახურება გასულ წელს მთავრობამ თავად შეისყიდა.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ხარაგაულის თვითმმართველობა აპირებს: ბენდის, მუსიკალური ჯგუფის, დიჯეის, წამყვანის, სანტას, „ბარაბანშოუს“, ელფების, სანტას დამხმარეს, ოჩოფეხების, საახალწლო ირმების, გნომების, თოვლის გუნდების, თეთრი დათვის, კოსტუმირებული ჯანჯაფილის ორცხობილების, მასკოტეკების მოწვევას.
ღონისძიებაზე იგეგმება ასევე ნაძვის ხის სათამაშოების გაფერადება, საახალწლო კერამიკის ფიგურების დამზადება, კერამიკის ფიგურების გაფერადება, საახალწლო ქისების, მისალოცი ბარათების და ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება, სახის მოხატვა, ფოტოგრაფირება, ფეიერვერკი, საახალწლო საჩუქრები ბავშვებისთვის, კვების ჯიხურების მოწყობა, პოლიგრაფიული მომსახურება და სხვ.
„მოქალაქეები შეწუხებულები არიან, – ქუჩაში შევიტყვე, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის 290 ათასი ლარი უნდა გამოიყოს და საკრებულოს სხდომაზე საკუთარი აზრის სათქმელად წამოვედი, – ამბობს მარინე გოგია, – ამხელა თანხა ღონისძიებისთვის რატომ უნდა გამოიყოს იმ დროს, როცა ჩვენს გვერდით უამრავი გაჭირვებულია, მუნიციპალიტეტში მატერიალური დოვლათი არ იქმნება, ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაცია მოედინება.
მოსწავლეთა სახლში ხატვას ვასწავლი. სრულიად უფასოდ დავხატავ იმას, რაშიც ათასობით ლარი უნდა გადავიხადოთ. ახლა ტაშ-ფანდურის დრო არ არის“, – ამბობს მარინე გოგია.
საბიუჯეტო ცვლილებით, ხარაგაულში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლოდ 50 ათასი ლარი გამოიყო. სულ ამ მიზნით წელს 100 ათასი ლარი დაიხარჯება. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, საახალწლოდ ხარაგაულში ათას ოჯახს დაეხმარებიან, თითოეულს – 100-100 ლარით. ამ ოჯახებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შეარჩევენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი