

2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის უვნებლობის საფრთხეებსა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
მონიტორინგი, ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სფეროს ექსპერტები.
მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში სურსათის უვნებლობის რეგულირების სისტემის წინაშე მდგომ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნის სურვილი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტiს ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პარტნიორი ოrგანიზაციაა „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე).
მონიტორინგის ანგარიში იხილეთ ბმულზე.
ამავე თემაზე
ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის თემაზე, ხარაგაულში საჯარო შეხვედრა გაიმართა
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი