
14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე შეიკრიბებიან და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. რადგან განხილვა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრასაც შეეხება, EU NEIGHBOURS east პროგრამამ მოამზადა სპეციალური გვერდი, რომელზეც გაფართოების პროცესია ახსნილი და ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზეა მოთხრობილი.
გვერდი — ევროკავშირის გაფართოება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის — გაგაცნობთ 2023 წლის გაფართოების პაკეტს, რომელმაც გასცა რეკომენდაცია, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. გვერდზე ასევე ახსნილია ევროკავშირის გაფართოების პროცესი და თითოეული ქვეყნის მიერ დღეისთვის მიღწეული პროგრესი. მასალა ასევე ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ, ბელარუსულ, რუმინულ, სომხურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.
გაფართოების გვერდი მოიცავს ზოგად ინფორმაციას, მთავარ ფაქტებსა და განმარტებებს. აქვეა თავმოყრილი ევროკომისიის ანგარიშებსა და იმ რესურსებზე გადასასვლელი ბმულებიც, რომლებიც გაფართოების პროცესზე და ევროკავშირის საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ურთიერთობაზე მოგაწვდით დამატებით დეტალურ ინფორმაციას.
დამატებითი ინფორმაცია
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში,
საქართველოს მთავრობის 2 ოქტომბრის დადგენილებით,
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის