

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია ბარბაქაძე წარდგენილია გლობალურ ჯილდოზე კატეგორიაში „გამორჩეული ლიდერი ქალი მასწავლებელი“.
ქალბატონი მაია მიწვეულია დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის 14 იანვარს დუბაიში განათლების გლობალურ სამიტზე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ულოცავს პედაგოგს მაია ბარბაქაძესა და ბორის სკოლას ამ დიდ წარმატებასა და აღიარებას.
აღსანიშნავია, რომ მაია ბარბაქაძე, ხუთ ქართველ პედაგოგთან ერთად, 2023 წლის ივლისში ინდოეთში საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ინტერაქტიული პროგრამის – „BIKEP india სეზონი 2“-ის საერთაშორისო სესიაზეც იმყოფებოდა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის