8 ნოემბერს ევროკომისიამ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა და გამოყო ცხრა უმთავრესი ნაბიჯი, რომლებიც ქვეყანამ სტატუსის მისაღებად უნდა გადადგას.
კომისია მიესალმა რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომელშიც ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულობაა გაცხადებული.
„საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და მმართველი პარტიის მეტად პოზიტიური თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, — აღნიშნულია გაფართოების პოლიტიკის 2023 წლის მოხსენებაში, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისის ევროკომისიის მოსაზრებაში ჩამოყალიბებულ თორმეტ პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და განახორციელა პოლიტიკური ქმედებები შემდეგი მიმართულებებით: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, სასამართლო განხილვების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ქვეყანამ ასევე დანიშნა ახალი სახალხო დამცველი.
საქართველოზე გაკეთებულ ძირითად დასკვნებში ევროკომისიამ აღნიშნა, რომ „რეფორმების პროცესის შეფერხება გამოიწვია უწყვეტმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ღრმა პოლარიზაციამ, პარტიებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების არარსებობამ და ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა“.
მეორე მხრივ, ევროკომისიამ შეაქო ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის „კარგად განვითარებული, მრავალფეროვანი, ენერგიული და აგრძელებს თავისუფლად მოქმედებას“.
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა გარკვეული მიმართულებებით მოქმედება. ამ მიმართულებებს შორისაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება; პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა; დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სისტემური მიდგომის უზრუნველყოფა; და ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი