

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა თამარ ჩხიკვაძემ რეპორტიორ ქალთა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსი თემაზე – ქალები და სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები (დისკრიმინაცია, კონფლიქტი, ეკოლოგია, მიგრაცია, ძალადობა, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჟურნალისტთა ასოციაციამ – „გენდერული მედია კავკასია“ და გერმანულმა ორგანიზაციამ „ანალიზისა და პოლიტიკის დიალოგის ინსტიტუტმა“ (IfAP) ჩაატარა.
თამარ ჩხიკვაძემ გაიმარჯვა სტატიით – „უსახლობა ომის ქვეყანაში“.
ამ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტებისგან მომზადებული 130 ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობდა.
თამარ ჩხიკვაძე ცხრა გამარჯვებულს შორის დასახელდა.
ვულოცავთ თამარს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: