

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ამჟამად 230-მდე ოჯახი ბუნებრივი აირით სარგებლობს, – ეს ინფორმაცია „სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის უფროსის ლევან აბაშიძისგან მოვიპოვეთ.
„ოჯახების გამრიცხველიანება ვარძიაში დადგენილი გეგმა-გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს, – ამბობს ლევან აბაშიძე, – ამჟამად ვარძიაში ორი ბრიგადა მუშაობს, ერთი მეხუთე უბანში, ხოლო მეორე ლახუნდარის საზღვართან.
მეხუთე უბნიდან ბრიგადა ცენტრალურ, სკოლის უბანში გადმოინაცვლებს. კოვიდვირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე დღით ვარძიაში სამუშაოები შეფერხდა, თუმცა ვეცდებით, ვარძიაში გაზიფიცირება ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდეს“.
სოფელ ვარძიაში ცენტრალური გაზსადენი 2020 წელს გაიყვანეს, თუმცა ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანა 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ვარძიის გაზიფიცირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დღეს, 2026 წლის 15 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა