ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ წელს მეთოთხმეტედ გაიმართა და მასში 17 კონკურსანტი ჩაერთო.
„სამრეკლო“ – ეს თემა შესთავაზა „ოდეონის“ მონაწილეებს კონკურსის დამფუძნებელმა, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ.
„წლევანდელ კონკურსში ხუთი დებიუტანტი გვყავს, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ხარაგაულში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბევრი ადამიანი საინტერესოდ წერს. ეს კონკურსი მათ აღმოსაჩენად დიდი სტიმული და შესაძლებლობაა.
ამ ლიტერატურულ კონკურსს წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ბახვა სამხარაძის ოჯახმა უმასპინძლა. „ოდეონის“ მონაწილეებმა მის ულამაზეს კარმიდამოში თავი კომფორტულად იგრძნეს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ნაწარმოებები შეიქმნა.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე 16 წლისაა, უფროსი – 75 წლის“.
ხიდრის ტაძრის სტიქაროსანი ამირან ბერაძე „ოდეონში“ პირველად მონაწილეობს. 3-4 წელია, რაც ის ლექსებს წერს და სურს, საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნოს. მას ძალიან გაეხარდა, რომ სოფელ სამებაში, ტაძრის გვერდით „სამრეკლოზე“ ნაწარმოები შექმნა.
„ოდეონში“ ყოველთვის სიხარულით ვერთვები, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – მახარებს „ოდეონელების“ სიყვარულით გამთბარი ურთიერთობები, რაც დღეს დეფიციტია ადამიანებს შორის. საკონკურსო თემა ძალიან საინტერესოა. დღევანდელი ადამიანებისა და ჩვენი წინაპრების სულიერ მდგომარეობაზე გაფიქრებს“.
კონკურსის მიმდინარეობას „ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარე, პოეტი ლინა ბარათაშვილი დაესწრო.
„ჩემთვის დიდი პატივია, ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობა, – ამბობს ლინა ბარათაშვილი, – „ოდეონს“ ყოველთვის ღირსეული და ნიჭიერი მონაწილეები ჰყავს. კონკურსის თემა – „სამრეკლო“ – მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლება, გარემოც ძალიან მიმზიდველია.
გპირდებით, რომ ყველა ნაწარმოები ობიექტურად და სამართლიანად შეფასდება“.
„ოდეონის“ ჟიურის შემადგენლობაში არიან – ვალერი გოგნაძე – პოეტი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი.
კონკურსის შედეგები 15 სექტემბერს, 14: 00 საათზე, ხარაგაულის ბიბლიოთეკის დარბაზში გამოცხადდება. პირველი სამი ადგილის მფლობელები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
„ოდეონის“ ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კონკურსზე – „ოდეონი 2022“ შექმნილი ნამუშევრების კრებული გამოიცა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი