

სააღდგომოდ რეგიონებში დედაქალაქიდან წამომსვლელთა რიცხვი მატულობს.
რიკოთის ავტობანი ამ მომენტისთვის (13 აპრილი) დილის 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია; სატვირთო მანქანები კი ღამით მოძრაობენ.
ამ ავტობანის ალტერნატიული – ჩუმათელეთი-ფონა-მოლითის გზა – არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.
„ჩუმათელეთიდან წიფამდე გზა დახრეშილია, – ამბობს სპარტაკ ლაცაბიძე, მოლითში ხარაგაულის მერის წარმომადგენელი, – თუმცა, წიფადან ვახანისწყლამდე გზა ცუდ მდგომარეობაშია. საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-წიფას მონაკვეთი შპს „არალმა“ დახრეშა“.
ვახანისწყლიდან წიფამდე გზის ავარიულ მდგომარეობას წვიმიან ამინდებს აბრალებს შპს „ბორანის“ წარმომადგენელი გოგი თხელიძე და ვარაუდობს, რომ ამ გზის დახრეშვას აღდგომის შემდეგ შეძლებენ, – როცა გამოიამინდებს.
შპს „არალი“ და შპს „ბორანი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიები არიან და მათი ვალდებულება მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოვლა-პატრონობაა, ამ გზის მშენებლობის დაწყებამდე.
შექმნილ სიტუაციაში შედარებით კომფორტულია მატარებლით მგზავრობა. თუმცა, „საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მომავალ ყველა სამგზავრო მატარებელზე ბილეთები 17 აპრილამდე გაყიდულია, ხოლო დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებლებზე კი – 21 აპრილამდე.
ფოტოზე: რიკოთის ავტომაგისტრალი
ამავე თემაზე
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის 12 აპრილს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი