

რიკოთის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე (სოფელი ხევი), ქვათაცვენის გამო, გზის გაწმენდის საჭიროება დადგა.
ამის გამო, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმით აღდგება.
რიკოთის ავტობანი, სოფელ ხევში მეწყერის გამო, 30 მარტიდან 8 აპრილამდე ჩაკეტილი იყო.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის