

დღეს, 10 აპრილს, 15:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის“? გაზაფხულის სერიის პირველი ტური გაიმართება.
პირველ ტურში ყველა მონაწილე გუნდი ერთად ითამაშებს. მათთვის ერთნაირი 20 ინტელექტუალური შეკითხვა დაისმება.
შემდეგ ეტაპზე გადავა ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც ბროლის ბუს მოსაპოვებლად ბრძოლას მრგვალ მაგიდასთან გააგრძელებენ.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამ ინტელექტუალური თამაშის პირველ ტურში ექვსი გუნდი ჩაერთო – ზვარის, მარელისის, ვახანის, საღანძილისა და დ. ხარაგაულიდან – ორი გუნდი.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ 5 აპრილს „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსით“ დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის