

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ამის მიზეზი აღმოჩნდა „პროექტის არარეალისტური ბიუჯეტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასაკორექტირებლად გაიგზავნა“, – როგორც ჩვენთან საუბარში ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა დავით სუჯაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტს, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში მიიღებენ. ამის შემდეგ ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. თუმცა, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინსტრუქციას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდანაც ელოდებიან. დავით სუჯაშვილი ვარაუდობს, რომ ხევში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის აპრილში დაიწყება.
ორი წელია, რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ფუქნციონირება შეფერხებულია. ამჟამად 17 აღსაზრდელი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.
ფოტოზე: ხევის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია
ამავე თემაზე
ხევის საბავშვო ბაღის 17 აღსაზრდელი სასკოლო განათლების მიღმა აღმოჩნდა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.