ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ირმა ვაქერ-სებისკვერაძე ხარაგაულის საკათედრო ტაძრის გასათბობად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვს.
ამის შესახებ მან დღეს, 5 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
„საკათედრო ტაძარი ძალიან დიდია და ზამთარში ცივა, – ამბობს ირმა ვაქერ-სებისკვერაძე, – მრევლის მოთხოვნაა, რომ შაბათ-კვირას მაინც გათბეს ტაძარი“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, რომ რელიგიის მიმართულებით ფინანსები რელიგიის სააგენტოსთან შეთანხმებითა და ეპარქიის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყოფა. მისივე თქმით, ეპარქია წყვეტს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ხარჯი დააფინანსოს.
„საპატრიარქო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს, – ამბობს ფრაქცია „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა გოგსაძე, – ამიტომ კეთილი ინებონ და ეს თანხა ყველა საჭიროებისთვის პროპორციულად გადაანაწილონ.
უამრავი გაჭირვებული ადამიანია ჩვენს ირგვლივ, რომელთაც შიათ და სცივათ. რწმენა ისეთი რამაა, არც სიცხემ უნდა დაგაბრკოლოს და არც სიცივემ“.
ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში რელიგიის დაფინანსებისთვის განისაზღვრა 40 ათასი ლარი და ამ თანხას მარგვეთისა და უბისის ეპარქია განკარგავს.
რატომ ვერ ათბობენ ხარაგაულის საკათედრო ტაძარს, – ამის გასარკვევად ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მოძღვარს მამა თომას (ლაცაბიძე) დავუკავშირდით.
მოძღვარი ამბობს, რომ ტაძარში ბუნებრივ აირზე დამონტაჟებული გათბობის სისტემა ამჟამად დავალიანების გამო გათიშულია.
„გასულ კვირას მრევლს ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ არ გვაქვს გათბობა, – ამბობს მამა თომა, – გასული წლის დეკემბერში ერთმა პიროვნებამ სისტემის ჩართვისა და იმ თვეში მოხმარებული საწვავის გადასახადი დაფარა, შემდეგ თავად „სოკარი“ დაგვეხმარა. თუმცა, მაინც დავალიანებაში ვართ.
ტაძარი შაბათ-კვირისთვის რომ გათბეს, სისტემა ოთხშაბათიდან მაინც უნდა ჩავრთო. ამჟამად არავითარი საშუალება არ გვაქვს. ღვთის შეწევნით, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, იმედია, ამ პრობლემას დავძლევთ. მადლობა ყველას, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი