მარელისში მცხოვრებმა ცემარი და ომარი მაღრაძეებმა, ექვსი ათეული წლის განმავლობაში ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ, ჯვრისწერა გადაწყვიტეს.
63 წლის წინ ოჯახი სიყვარულით შექმნეს და როგორც თავად ამბობენ, ცხოვრების აღმართს შეუყვნენ.
„ახალგაზრდები ვიყავით და სირთულეები არ გვაშინებდა, – იხსენებს ცემარი მაღრაძე, – ჩემი მეუღლე დიდვაკის გრეხილი ავეჯის ფაბრიკაში მუშაობდა, მე – ხარაგაულის სანეპიდსადგურში. ხარაგაულში ბინა მოგვცეს. ჩემმა შვილებმა ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა დამთავრეს, შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღეს.
ყოველ შაბათ-კვირას სოფელში დავდიოდით. ჩემი მეუღლე სულ მიფრთხილდებოდა და საოჯახო საქმეებში, როგორც შეეძლო, ისე მეხმარებოდა. თავად ობლობაში გაზრდილია და მაქსიმალურად ვცდილობდი, სითბო და სიყვარული არ მომეკლო.
კარგი შვილები გავზარდეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა – ვაჟი – ლევანი 50 წლის ასაკში გარდაგვეცვალა. ამან ჩვენს ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა. გვაიმედებს ჩვენი ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი.
ოჯახში მთავარია სიყვარული, პატივისცემა და შეთანხმება. ისე თანაცხოვრება რთული და აუტანელი გახდება. ყოველდღე უნდა ეცადო, მეუღლე გაახარო, გააბედნიერო, თბილი სიტყვა უთხრა. უხასიათოდაა? – ეცადე და გაამხიარულე. ლოცვას და რწმენას დიდი ძალა აქვს. მე ეკლესიაში, დიდი ხანია, დავდივარ.
ჩემს მეუღლეს შვილიშვილმა, საბამ სთხოვა, – ბაბუა, აღსარება თქვი, ეზიარე და ჯვარი დაიწერეო. ომარიც დათანხმდა და ასე დავიწერეთ ჯვარი. გვინდა, იმქვეყნადაც ერთად ვიყოთ.
ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ ბევრი იშრომონ და ისწავლონ, საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. ისე იცხოვრონ, რომ განვლილი გზით იამაყონ“.
ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ცემარი და ომარი მაღრაძეებს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი