გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ცვლილების მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, ადგილზე განიხილოს სამართალდარღვევის საქმე, თუკი პირი დანაშაულს აღიარებს და საქმის სასამართლოში გაგზავნის გარეშე ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს საჯარიმო ქვითარი და სააღსრულებო ფურცელი.
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები შეადგინოს.
ასევე იცვლება საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის ვადა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
„იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა არ შეუფერხდეს, შემოვდივართ ინიციატივით, რომ სოციალური ჭრების გაუქმების საკითხი დროებით გადავადდეს და ეს სამწლიანი პერიოდი აქტიურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქმიანი ეზოების მოწყობა, აღჭურვა და სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება მომზადებული დავახვედროთ ამ პროცესების პრაქტიკაში იმპლემენტაციას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი