ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24-ვე აღმზრდელმა, ვინც პროფესიული განვითარების 66-საათიანი ტრენინგ-კურსი გაიარა, ტესტირება წარმატებით ჩააბარა.
ეს ინფორმაცია გაერთიანების დირექტორმა თამარ ლაცაბიძემ დღეს, 26 ნოემბერს, საბავშვო ბაღის აღმზრდელთა შემოქმედებით საღამოზე გაასაჯაროვა.
ტესტირების დადებითმა პასუხებმა აღმზრდელებსა და ბაღების ხელმძღვანელების დიდი ოვაცია გამოიწვია, ვინაიდან ტესტირების წარმატებით ჩაბარება აღმზრდელების სერთიფიცირებისთვის არის აუცილებელი, ხოლო მათი სერტიფიცირება – საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წინაპირობაა.
აღმზრდელთა შემოქმედებით საღამოზე ასევე შევიტყვეთ, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა, თამარ ავალიშვილმა, მასწავლებელთა სახლის მიერ გამოცხადებული კონკურსის ოთხი ეტაპი წარმატებით გადალახა და საქართველოს მასშტაბით 25 ტრენერს შორის შეირჩა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების აღმზრდელთა შემოქმედებითი საღამო მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.
ლელა შარიქაძე, – მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი განათლების საკითხებში, – ამბობს, რომ აღმზრდელთა შემოქმედებით საღამო ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდება ისევე, როგორც მასწავლებლის დღის აღნიშვნა.
ღონისძიებაზე საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა საკუთარი ნამუშევრები – ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვები, შემოდგომის პეიზაჟები – წარმოადგინეს და საკუთარი ძალებით კონცერტი გამართეს. ამით თავიანთი შემოქმედება ერთმანეთს გააცვნეს.
კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ლაცაბიძემ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს წარმატებები და მათ მიერ გაწეული შეუფასებელი შრომის სათანადოდ დაფასება უსურვეს.
მერიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო შეკრებილ აღმზრდელებს განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია ტორტითა და სასმელებით გაუმასპინძლდა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.