

ხარაგაულში სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეშას შეიძენენ.
ამ მიზნით 30 ათასი ლარია განსაზღვრული. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სატყეო სააგენტოსთან ხელშეკრულება გაფორმდება.
„სავარაუდოდ, 300 კმბ შეშას შევიძენთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ვაპირებთ, რომ 120 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ – თითოეულს 2-დან 3 კბმ შეშას მივუტანთ.
ოჯახებმა, რომელთაც შეშა ესაჭიროებათ და თავად მისი მოპოვება არ შეუძლიათ, განცხადებით მერის წარმომადგენლებს მიმართეს. მერიაშიც გვაქვს წინა წლების ინფორმაცია და ვიცით, შეშით მომარაგებას რომელი ოჯახები საჭიროებენ“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი