ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს, 17 ოქტომბერს, მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილა.
ეს ცვლილებები საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.
სუბსიდიის გაზრდას ითხოვენ თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ააიპ-ები. მერიისგან საკრებულოსთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად,
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას მის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ქვეპროგრამების განსახორციელებლად 57 000 ლარის დამატებას ითხოვს; მათ შორის: გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის ხარჯებში – 15 000 ათასი ლარის – გარე განათების ქსელის გაფართოებისა და ელექტროენერგიაზე ფასების ცვლილების გამო;
დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ხარჯებში – 42 000 ლარი. აქედან საწვავის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით – 12 000 ლარი და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სასოფლო და საუბნო გზების მოსალოდნელი თოვლის საფარისაგან გაწმენდის ხარჯებისათვის – 30 000 ლარი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიის 5040 ლარის გაზრდას ითხოვს. აქედან, 700 ლარი გარე კიბის გადასახურად საჭირო მასალების შესაძენად; ხოლო 2300 ლარი – კონდიციონერის შესაძენად სჭირდებათ; 2040 ლარი – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სახელფასო ანაზღაურებისათვის.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 7 000 ლარს ითხოვს; აქედან ელექტროენერგიის ხარჯების შესავსებად – 3 500 ლარს, სპორტული ინვენტარის შესაძენად – 1 500 ლარს და რაგბის სექციის ფუნქციონირებისთვის – 2 000 ლარს.
მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრი სუბსიდიის 10 300 ლარით გაზრდას ითხოვს, საგამომცემლო საქმიანობისთვის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 9 000 ლარი სხვადასხვა სამედიცინო აქციების, შეხვედრების და განახლებული მონიტორინგის ღონისძიებებზე საჭირო ტრანსპორტის ხარჯებისთვის ესაჭიროება.
სათნოების სახლი სუბსიდიის გაზრდას 20 000 ლარით მოითხოვს; აქედან 16 000 ლარს კვების ხარჯებში და 4 000 ლარს – ახლად გახსნილი სოციალური სამრეცხაოსთვის საჭირო მრიცხველის, ჰიგიენური სარეცხი საშუალებებისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესასრულებლად საჭირო პროგრამისა და ინვენტარის შესაძენად.
ზემოთ ჩამოთვლილი ახალი ვალდებულებებისთვის დამატებით საჭიროა 108 340 ლარი, რომლის დაფინანსების წყაროდ მერია 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამებში არსებულ ეკონომიას და დღეის მდგომარეობით გამოუყენებელი – ვალდებულების გარეშე დარჩენილი სახსრების – მიმართვას აპირებს.
კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემცირდება და ზემოთჩამოთვლილის დასაფინანსებლად მიიმართება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი თანხები:
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, 2022 წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით, მუნიციპალურ ააიპ-ებს თანხის დამატება აღარ დასჭირდებათ.
ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის საკრებულო, დასამტკიცებლად, 7 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი