პარლამენტმა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. ამ ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.
ამასთან, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა არ იქნება, ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე ატვირთვა მოხდება.
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4000 ლარი გახდება. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კი 2 თვიდან 3 წლამდე იზრდება.
ამავე ცვლილებებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა ნახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.
მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, 3 დღით განისაზღვრება.
შეზღუდვები დაუწესდებათ პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.
წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.
ცვლილებების პროექტით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი ფართოვდება – მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს დაესწრონ.
რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული პროექტის მიხედვით, თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა. თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე შემცირდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი