
ხუნევში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა აიგო. ეს ბაღი, წლების განმავლობაში, მოძველებულ შენობაში ფუნქციონირებდა.
ხუნევის საბავშვო ბაღის, 1986 წელს აგებული, შენობა რომ ავარიული იყო და იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება – უკვე შეუძლებელი, – ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის მ/შ თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ ხუნევის საბავშვო ბაღისთვის ავეჯი და რბილი ინვენტარი უკვე შეიძინეს. ახალ შენობაში ინვენტარის შეტანა 15 სექტემბრიდან დაიწყება.
„ხუნევში საბავშვო ბაღს პირველი ოქტომბრისთვის გავხსნით“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე.
ხუნევის ბაღის ახალი შენობა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, აშენდა. მშენებლობის ღირებულება 588 000 ლარია.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად