მეხუთე წელია, რაც ხარაგაულელი მიხეილ ბანცაძისა და ნესტან ტალახაძის ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ისინი სამი შვილის მშობლები არიან.
შუათანა ვაჟი ალექსანდრე უკვე მოსწავლე გახდა. ამასთან დაკავშირებულ განცდებს ალექსის დედა სოციალური ქსელით გვიზიარებს.
„1,7 წლის იყო, როდესაც თავისი სამშობლოს დაემშვიდობა და სრულიად უცხო მიწაზე მოუწია ცხოვრების გაგრძელება. არც ქართული დავიწყებია და არც თავის „საქალელო“ (ასე გამოთქვამდა, როცა პატარა იყო).
ქართული ანბანიც სრულიად დამოუკიდებლად ისწავლა და შეძლებისდაგვარად შეუძლია კითხვა. საბავშვო ბაღში, გერმანელ ბავშვებს და მასწავლებელს ქართულის სწავლა დააწყებინა.
უყვარს ყველა და შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან გამონახოს საერთო ენა, საოცრად კომუნიკაბელურია. დინოზავრებზეა შეყვარებული და უყვარს ისტორიების მოსმენა მათ შესახებ.
სამომავლოდ პროფესიებიც არჩეული აქვს. უნდა, რომ დღისით ექიმი იყოს და საღამოს პოლიციელი. ხატვაც არ დავიწყებია და ასე გვითხრა, რომ შაბათ-კვირას დავხატავო.
დღეს კი, ეს საოცარი ბიჭი, სკოლის მოსწავლე გახდა. ბედნიერებით არის სავსე მისი თვალები
და მინდა, რომ ბედნიერებით სავსე მომავალი ჰქონდეს ჩემს ბიჭს!
უფალმა დალოცოს შენი სავლელი გზა, ჩემო ალექსი!“ – წერს ნესტან ტალახაძე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია უერთდება ალექსის დედის ლოცვას და მათ ოჯახს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და ბედნიერებას უსურვებს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.