ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროცესმა მოწესრიგებული შემოვლითი გზის არსებობა აქტუალური გახადა.
დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია – ხარაგაულის აგრარული ბაზრიდან ბაზალეთის შესახვევამდე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2020 წელს მოწონებულ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთია.
ამ საავტომობილო გზის მოწესრიგებას თვითმმართველობა რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით აპირებდა. აღნიშნული გზის ნაწილი – ხანდებიდან ბაზალეთის შესახვევამდე – ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებელმა კომპანიამ 2021 წელს მოაწყო.
გზის მეორე ნახევარი კი კვლავ მოსაწესრიგებელია – გზის ნაპირებზე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვებია. ერთ ადგილას გზა ჩავარდნილი, გზის საყრდენი კედელი კი დაზიანებულია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის, ინფორმაციით, ხარაგაულის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტს პროექტი გაკეთებული არ აქვს.
„ამ გზის მოსაწესრიგებლად მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მუნიციპალური განვითარების ფონდთან. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ. იმედია, რომ დაფინანსდება. თუმცა, ამ გზის სარეაბილიტაციოდ ჯერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ არის მზად. დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზა იმდენად აქტუალური არ იყო, რადგან ძალიან დატვირთული არ არის. თუმცა, ჩვენ ამ საკითხის გააქტიურებას მაინც ვაპირებთ“, – ამბობს დავით დევდარიანი.
დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზის აღდგენა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩას განტვირთავს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.