

ხარაგაულიდან ბაზალეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია.
მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, „ხარაგაულის შემოვლითი – ხანდები-ბაზალეთის გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა. შეთანხმებას მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „კავკას-როუდ-პროჯექტს“ შორის ხელი დღეს, 11 დეკემბერს, მოეწერა.
პროექტის ფარგლებში 20 სმ სისქის და 5 მ სიგანის ბეტონის საფარი გაკეთდება. გზის მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია, სამუშაოები იანვარში დაიწყება.
უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული გზა, რომელიც ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩას განტვირთავს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მუნიციპალური განვითარების ფონდთან მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. ეს ამ გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპია.
მეორე ეტაპისთვის, რომელიც ბაზალეთის გადასახვევიდან ბაზრის ტერიტორიამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, ფინანსური რესურსების მოსაძიებლად ვმუშაობთ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
„კავკას-როუდ-პროჯექტი“ ამჟამად მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზას აშენებს.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების