2022 წელი ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა – კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.

ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 8 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წარმოგიდგენთ ფინალში გასულ კონკურსანტებს:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
  4. მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
  5. მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
  6. ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
  7. გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
  8. თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
  9. დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. ზაზა აბზიანიძე, „ალექსანდრე ყაზბეგი“ (პეგასი)
  2. ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
  3. მაკა ლდოკონენი, „რა ვიკითხოთ ერთად“ (ინტელექტი)
  4. დავით მაზიაშვილი, „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (24 საათი)

წლის საუკეთესო პიესა:

  1. თამარ ბართაია, „ Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო.“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
  2. მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
  3. ბასა ჯანიკაშვილი, „ნინოს ბედნიერება“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი)
  3. გაგა ნახუცრიშვილი, „კინო „ყაზბეგი““ (ინტელექტი)
  4. მალხაზ ხარბედია, „წიგნის ნადიმები – ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“ (ვაზი)
  5. გიორგი ჭეიშვილი, „ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. რატი რატიანი, „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
  3. დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
  2. ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
  3. პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
  4. ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
  5. ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  6. ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი:

  1. არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
  3. გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა – პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
  4. ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:

  1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ (დიოგენე)
  2. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
  3. დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ (არტანუჯი)
  4. დავით კაკაბაძე, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“ (სეზან ფაბლიშინგი)
  5. ლანა კალანდია, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ (ინტელექტი)
  6. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“, (სულაკაურის გამომცემლობა)
  7. ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი” (MTP)
  8. მაია ფანჯიკიძე, პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“ (ინტელექტი)
  9. თაკო ჭილაძე, ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ (არტანუჯი)
  10. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ (დიოგენე)
  11. პაატა ჯავახიშვილი, მატიას ენარის „კომპასი“ (დიოგენე)
  12. თამარ ჯაფარიძე, ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” (პალიტრა L).

წყარო

P. S. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2002 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი.

პრემიის მიზანია, გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია „საბაზე“ განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე.  გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.