უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 2022 წლის 15 ივლისიდან ფულად დახმარებას მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი და დამატებით სულზე 45 ლარია. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიანი დახმარების პაკეტს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად მუნიციპალიტეტში უკრაინელების 4 ოჯახი (11 პირი) ცხოვრობს. ისინი საქართველოში ქალაქ ხარკოვიდან, ხერსონიდან და კახოვკადან ჩამოვიდნენ.