ჭიათურის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, თანამდებობა და პარტია დატოვა.

ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან„ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში, – მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე.

ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის.

იმედია არ მიწყენენ.

ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, – წერს ნიკა სამხარაძე.

გიორგი ღამბაშიძე ამ დრომდე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ამ დილით კი თანამდებობდა და პარტიაც დატოვა. მის შესახებ განცხადება ღამბაშიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

ღამბაშიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს, პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის წერილთა დაკავშირებით, და „ნაცებს“ „ქვეყნის მტრებად“ მოიხსენიებს.