ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „არბა“ 1 460 942 ლარად გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებელმა პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი ადმინისტრაციული შენობის, დაზიანებული შადრევნების, კაფის, საპირფარეშოს, განათების ბოძებისა და მავთულბადეს დემონტაჟი უნდა მოახდინოს.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, პარკის ტერიტორია უნდა შემოიღობოს საბავშვო ბაღის მიმდებარედ მოწყობილი ღობის ანალოგიურად. მდინარე ჩხერიმელას გაყოლებაზე ქვის კედელი უნდა დაიშალოს და ქვის ყორე ხელახლა მოეწყოს. სავალი ბილიკები მოპირკეთდება ტრავერტინის ფილებით, რომელთა გაყოლებაზეც უნდა დამონტაჟდეს განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობის, ვიზიტორთა ცენტრის, სუვენირების მაღაზიის, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და კაფის მოწყობა, ღია და დახურული სივრცეებით.
ასევე განსაზღვრულია პარკის მიმდებარედ არსებული მემორიალის მოედნის რეაბილიტაცია და ვიზიტორებისთვის ავტოპარკინგის მოწყობა, 17 ავტომობილზე.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2022 წლის 16 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამავე პროგრამით ხარაგაულში მიმდინარეობს ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა, დევების ქანდაკებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია ასევე სოფელ მიროწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი