ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2022“ 16 ივნისს დაიწყება. ფესტივალს ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით – „ნუ გააღვიძებ“ გახსნის.
წელს „თეატრალური იმერეთი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, რადგან ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრში განათება დაიწვა, გადაწყვიტეს, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში გაიმართოს. მისივე თქმით, ფესტივალის ჟიურის ეს იდეა მოეწონა და თავად თეატრების ხელმძღვანელებიც ამ სიახლეს დადებითად შეხვდნენ.
„თეატრალურ იმერეთში“ სტუმრის სტატუსით მონაწილე ყახახეთის მუსიკალური და თბილისის ახალგაზრდული თეატრები სპექტაკლებს ქუთაისის ოპერის თეატრის დარბაზში გამართავენ, სპექტაკლები ასევე მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზეც ჩატარდება.
ეს ფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება და მასში, ტრადიციულად, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი ჩაერთვება. „თეატრალური იმერეთის ჟიურის წევრები არიან თეატრმცოდნეები – ლაშა ჩხარტიშვილი, მაკა ვასაძე და ნერონ აბულაძე.
ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) 23 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში გამართავს.
„თეატრალური იმერეთი“ პირველ ივლისს დასრულდება.
ფოტოზე: სპექტაკლის „მაცეკვე ტანგო“ რეპეტიციაზე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„თეატრალური იმერეთი“ – მთავარი სასიცოცხლო არტერია სახალხო თეატრებისთვის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.