

მეორე კვირაა, საღანძილის სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ამის მიზეზია ის, რომ სკოლის ეზოში 13 აპრილს მეწყერი ჩამოწვა.
ამ სკოლის დირექტორის, ვარდო ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მეწყერის განმეორების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არჩიეს, რომ სწავლა ამ კვირაშიც დისტანციურად გააგრძელონ.
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ამბობს, რომ საღანძილის სკოლაში განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები, გეოლოგები და ინჟინრები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ზედაპირული დათვალიერების შედეგად გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ მეწყერის დაძვრის საშიშროება ახლა მინიმალურია, რადგან მეწყერის დაბლა კლდეა.
დავით კიკნაძე ამბობს, რომ ამ კვირაში, როგორც კი კარგი ამინდი დადგება, მთის ზედა ნაწილს მეწყერისგან სპეცტექნიკა გაწმენდს.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის