ყოველი წლის 4 მაისს ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან ქართველები იკრიბებიან.
დღესაც, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე), ამ ეპარქიის წევრი სასულიერო პირები, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიისგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, ოფიციალური ცერემონია ქართულ სასაფლაოზე პანაშვიდით დაიწყება. შემდეგ ომისა და ავიაციის მუზეუმს ეწვევიან, სადაც ქართველი მეომრების შესახებ ცალკე ექსპოზიციაა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეკლესიაში გაიმართება. დღის ბოლოს კი კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან.
1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.
ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. ფაშისტთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ფოტოზე: კუნძულ ტექსელზე, 2019 წ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.