სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელები აგრობარათით სარგებლობას მაისიდან შეძლებენ. ეს ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოდან მოვიპოვეთ.

აგრობართები ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის ფერმერები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული. ამ ნაკვეთების ფართობი არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 1.25 ჰა უნდა იყოს.

აგრობარათზე დარიცხული 1 ქულა პროპორციულია 1 ლარის. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. დარიცხული ქულებით ფერმერებს შეუძლიათ სპეციალიზირებულ მაღაზიებში სასუქების, მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების, სათესლე და სარგავი მასალების შეძენა.

აგრობარათების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი. წინა წელს ფერმერებზე გაცემული აგრობარათები კვლავაც აქტიურია. თუმცა, ლიბერთი ბანკში ახალი ბარათის აღებაც შეგიძლიათ.

სად და რომელ მაღაზიებში შეძლებენ ფერმერები ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის შეძენას, ამის შესახებ მაისიდან ინფორმაცია ვებ-გვერდზე rda.gov.ge განთავსდება.