ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პირველ კვარტალში ვერ შესრულდა.
„პირველი კვარტალი ჩვენთვის არნახულად მძიმე იყო, როგირც საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ხარჯების დაფინანსების მხრივ, – ამბობს ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – იმედია, ეს ჩამორჩენა შემდეგ თვეებში დაიძლევა“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 2 997,4 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივად მიღებულია 2 503,8 ათასი ლარის შემოსულობები. ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 4 882.9 ათასი ლარით. ფაქტობრივად გაწეულია 3 167.020 ათასი ლარი.
ხარჯების დაფინანსების წყაროდ, გარდა შემოსულობებისა, გამოყენებულია 2022 წლის პირველი იანვრისათვის არსებული სახსრების ნაშთი 1 885,5 ათასი ლარი.
2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მერიამ საკრებულოს წარუდგინა.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, პრაქტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი პირველ კვარტალში მაღალი არ არის. მისი თქმით, მძიმე კლიმატურმა პირობებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა შეაფერხა. ამიტომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების ათვისების მაჩვენებელი არასახარბიელოა.
„მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით თვითმმართველობისგან აღებული ყველა ვალდებულება შესრულდა. შარშან ამ კუთხით პირველ კვარტალში 215 500 ლარი გაიცა, წელს – 406 400 ლარი. თანხა სარეზერვო ფონდშიც გვაქვს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ჯარიმებიდან დაგეგმილი შემოსავლები ვერ შესრულდა. ამ ნაწილში უძლურები ვართ, რადგან მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზებზე სპეციალური საშუალებებია დამონტაჟებული“.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ „ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებები დელიკატურად გააკეთა“.
„მერის მოადგილისგან მოვისმინეთ ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზები და დაპირება, რომ მომდევნო თვეებში ყველაფერი გამოსწორდება, – ამბობს პავლე კიკალიშვილი, – ჯარიმების შეუსრულებლობაზე შარშანაც იყო საუბარი და წინასწარი პროგნოზით, როგორც ჩანს, მისი შესრულება წელსაც გაჭირდება“.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ „ამინდი ხელს შეგვიწყობს და მალე ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი