პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებზე სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
„სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ფერმერებს ეს თანხა ქულების სახით აგრობარათზე დაერიცხებათ და ამით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონელს შეიძენენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამ დახმარებას საქართველოში დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს. ამ პროექტის ბიუჯეტი 95 მილიონი ლარია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განმარტებით, შესაბამის მაღაზიებში, სადაც იყიდება პესტიციდები, აგროქიმიკატები, სასუქები, სათესლე მასალა, ფერმერი აგრობარათის წარდგენის შემდეგ თავისთვის სასურველ საქონელს შეიძენს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი