

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები წერილით მიმართავენ ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.
2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა სთხოვეს. 11 აპრილს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეფასების კითხვარი გადასცა, რომლის საფუძლვეზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.
ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც მსგავსი კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 20 ორგანიზაცია აწერს:
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.