ერთი თვეა, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
დავინტერესდით, როგორ აფასებს აფხაზეთის ომის მონაწილე პარლამენტარი, ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მ აჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს; ომი და სანქციები რა ფორმით აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და გამოიწვევს თუ არა ეს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას; კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს პარლამენტს მოსალოდნელი ეკონომიკური და ფინანსური რისკებისგან თავის დასაცავად?
– ამას რა შეფასება უნდა – რუსეთი მშვიდობიან უკრაინას თავს დაესხა, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – არ მგონია, საერთოდ ვინმე არსებობდეს ამ ქვეყანაზე, ვინც ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობს. უკრაინაში წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება, რასაც ვგმობ და უკრაინას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.
თუ თქვენ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე მეკითხებით, სიფრთხილე საჭიროა, რადგან რუსეთი არაადექვატურია და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებით იმუქრება. ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები ომში ჩართვის თაობაზე სიფრთხილეს იჩენენ.
სანქციები „ვითიბი ბანკზე“ გავრცელდა. პროდუქციის იმპორტის აკრძალვას რაც შეეხება, ჩვენგან ამის აკრძალვით რუსეთის ეკონომიკას არაფერი დაუშავდება. ქართული პომიდორი იქნება თუ არა რუსეთის ბაზარზე, ეს არაფერს შეცვლის. ამით ქართული ბიზნესი უფრო დაზარალდება.
ზარალს რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვით მიიღებს, რადგან ყოველდღიურად ათასობით მილიონ დოლარს კარგავს.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაეროდან და ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას საქართველომ არა მარტო მხარი დაუჭირა, არამედ ამ ინიციატივის თანაავტორები ვიყავით.
უკრაინასა და რუსეთისგან ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში რაიმე პროდუქტების დეფიციტი გამორიცხულია. ყველაფერს სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანთ, თუმცა ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. ხელისუფლებაში ინფლაციისგან და მოსალოდნელი კრიზისისგან თავდაცვის გზები მუშავდება.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რუსეთი ამ ომის შემდეგ ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება. მიმაჩნია, რომ სიფრთხილე შიშსა და ლაჩრობას არ ნიშნავს. საქართველოს, რითაც შეუძლია, უკრაინის გვერდით დგას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი