დღეს, 15 მარტს, ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელ გოგი ლაცაბიძეს ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეხვდნენ.
ამ პარტიის ოფისის გახსნას ხარაგაულში, მეორე დღეა, აპროტესტებენ.
მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოთხოვნები უცვლელია – ისინი პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვას მოითხოვენ.
შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქე ხათუნა მანჯავიძემ ამ პარტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული ძალაა და ამას პირდაპირ ამბობენ პარტიის ლიდერები, რომელთაც კურსი რუსეთისკენ აქვთ აღებული. დღეს, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი გააჩაღა, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავს ქალაქებს, ამ ძალის საშუალებით რუსეთი საქართველოში თავისი პოლიტიკის გატარებას აპირებს“.
საქართველოს მოსახლეობის არჩევანი არ არის რუსეთი. 2008 წლის პლებისციტით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებაზე თანხმობა საქართველოს მოსახლეობის 77%-მა გამოთქვა. ამომრჩეველთა ნება საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში აისახა.
„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან მოსახლეობის უმრავლესობის ამ არჩევანს და საქართველოს კონსტიტუციას, კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელმა გოგი ლაცაბიძემ გვიპასუხა, რომ „2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და პლებისციტის შედეგებიც ყალბია“. გოგი ლაცაბიძეს მიაჩნია, რომ თითქოს „დღეს სურათი შეცვლილია და მოსახლეობის ამდენი პროცენტი ნატოში შესვლაზე აღარ ფიქრობს“. ლაცაბიძე თვლის, რომ საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ოფისში რამდენიმე ადამიანი შემოიჭრა. ისინი იქ მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თორნიკე ავალიშვილს ეძებდნენ. მათ უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს თორნიკე ავალიშვილი. იქვე მყოფმა პოლიციელმა ისინი შენობიდან გაიყვანა. „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათთან კავშირი უარყვეს.
შეხვედრის მონაწილე მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ იმ დრომდე, სანამ ეს პრორუსული პარტია, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველ საქმიანობას ეწევა, ხარაგაულში ოფისს არ დახურავს.
ფართის მეპატრონე ნანა ბოდაველმა აღნიშნა, რომ მათ „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა უჭირთ და ფართი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად გააქირავეს.
ამ შეხვედრას „ჩემი ხარაგაული“ პირდაპირ ეთერში აშუქებდა. „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლას შეეცადენ. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა დასჯადია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი