დღეს, 14 მარტს, ხარაგაულში პრორუსული ძალის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ოფისი 11 მარტს გაიხსნა.
ეს აქცია ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო და მას სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და საჯარო მოხელეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ხარაგაულში ფუნქციონირება შეწყვიტოს პრორუსული ძალის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისმა, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს; რუსეთი მეცხრამეტე დღეა, უკრაინაში ომს აწარმოებს – ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს ბავშვებსა და მოხუცებს, ორსულ ქალებს, შშმ პირებს.
ამ ახალგაზრდების პროტესტი არის გულწრფელი, ისინი ოკუპანტი რუსეთისგან დაფინანსებული პარტიის საქმიანობას ვერ შეეგუებიან, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა, – ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროტესტს უნდა შეუერთდეს და საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
აქციის მონაწილეები ტელეფონით დაუკავშირდნენ „კონსერვატიული მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ოფისის ხელმძღვანელს გოგი ლაცაბიძეს და მისგან მიიღეს უახლოეს დღეებში შეხვედრის პირობა. გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ დღეს ოფისში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფება.
ნანა ბოდაველი, – იმ ფართის მეპატრონე, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი განთავსდა, – ამბობს, რომ არ იცოდა, თუ როგორი იდეოლოგიის პარტიას მიაქირავა ოფისი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილებას, ფართის დამქირავებელთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე, ოფისის ხელმძღვანელთან და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, საპროტესტო აქცია ხვალაც გაიმართება და გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ოფისი არ დაიხურება.
ამავე თემაზე
ოდესმე ხალხი მთავარ ღირებულებაზე მაინც უნდა შეთანხმდეს – მაია ტორაძე
ასევე გაეცანით ხარაგაულელი გიორგი ჭყოიძის აზრს
ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას, მეორე დღეა, აპროტესტებენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი