
დღეს, 11 მარტს, ხარაგაულში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ოფისი გაიხსნა.
ოფისის გახსნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 20-მდე პირი ესწრებოდა.
ოფისის გახსნაზე ხარაგაულში ამ პარტიისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია იმყოფებოდა. მისი თქმით, ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ 63-ე ოფისი ამოქმედდა და თვის ბოლოსთვის ამ ოფისების 85-მდე გაზრდას აპირებენ.
მორგოშია ამბობს, რომ ოფისის გახსნის მიზანია მხარდამჭერების გაერთიანება და საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა. ის საპარლამენტო არჩევნების 2024 წლამდე ჩატარებას ელოდება და ამბობს, რომ რუსეთთან საუბარი აქვთ დაწყებული და ლეგიტიმაცია სჭირდებათ.
„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, თუ ვისთან აწარმოებენ რუსეთში დიალოგს და რა საკითხებზე, მორგოშიამ კონკრეტულად არ გვიპასუხა და აღნიშნა, რომ „რუსეთში იმაზე მაღალი დონის შეხვედრები აქვთ, ვიდრე აქამდე ვინმეს ჰქონია“. მისივე თქმით, „რუსეთთან ამ მოლაპარაკებებზე არ განიხილება ქვეყნის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, აფხაზეთსა და ოსეთზე უარის თქმა, დანარჩენი ყველაფერი ვაჭრობის საგანია. აფხაზ და ოს ძმებთან საუბარს რუსეთის გარეშე აზრი არ აქვს“.
„კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელს მსმენელი შეცდომაში შეჰყავს, როცა ამბობს, რომ თითქოს „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არ სურს და რომ ევროკავშირმა საქართველოს უარი უთხრა წევრობაზე“.
რეალურად, 2008 წლის პლებისციტით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებაზე თანხმობა საქართველოს მოსახლეობის 77%-მა გამოთქვა. ამომრჩეველთა ნება საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში აისახა.
ევროკომისია საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 7 მარტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გაკეთებული განაცხადის განხილვას იწყებს.
ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს გოგი ლაცაბიძე უხელმძღვანელებს. ეს პარტია მეორე ოფისის გახსნას მომავალ კვირაში ბორითში აპირებს.
ნინო კაპანაძე
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად