ხარაგაულის თვითმართველობისგან დაფუძნებული ორი ააიპ-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წელს განსახორციელებელი საქმიანობისთვის თანხის დამატებას ითხოვს.
სათნოების სახლის დირექტორი, თამარ შავიძე ამბობს, რომ აუცილებელი ხარჯებისთვის 25 ათასი ლარი ესაჭიროება.
`25 ათასი ლარიდან ინვეტარის (ჭურჭელი, გაზქურა, გამწოვი, დახლ-მაცივარი) შეძენას 8 155 ლარი მოხმარდება, – ამბობს თამარ შავიძე, – დანარჩენი თანხით მენიუს გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ. პირველი აპრილიდან 35 ბენეფიციარი დაგვემატება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული“.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის, ნიკო მაჭავარიანის ინფორმაციით, 12 ათასი ლარი „უსინათლოთა პროგრამის“ განხორციელებისთვისაა საჭირო. მისი თქმით, ეს პროგრამა წელს აპრილიდან დაიწყება.
ამ ორი ააიპ-ისთვის ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფის საკითხი დღეს, 4 მარტს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ამ ორი ორგანიზაციისთვის საჭირო 37 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი