

ხარკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მადონა კაპანაძე გვიამბობს, რომ დილაადრიან ქალაქში სროლისა და აფეთქების ხმა გაისმა.
„სროლის ხმა, ძირითადად, სამხედრო აეროპორტის მხრიდან მოდის, – ამბობს მადონა კაპანაძე, – ამწუთას სიმშვიდეა და ინფორმაციას დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ არ ვფლობთ.
მთავრობა მოგვიწოდებს, რომ სახლებში დავრჩეთ. გუშინ სკოლაში სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. თითქოს საშიში არაფერი ჩანდა, მაგრამ დღეს ასეთი ვითარებაა. ჯერჯერობით, ინტერნეტი გვაქვს, – ახლობლებსა და ნათესავებს ვეხმიანებით, ერთმანეთს ვამშვიდებთ, თუმცა, არ ვიცით, მდგომარეობა როგორ შეიცვლება“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში დღეს, 24 თებერვალს, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ფოტო ფეისბუქგვერდიდან უკრაინელები საქართველოში
ამავე თემაზე
უკრაინის მოსახლეობას საერთაშორისო მხარდაჭერა და ხელისუფლების სიმშვიდე გვაიმედებს – მადონა კაპანაძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების