

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გზების რეაბილიტაციისთვის 2 775 762 ლარი გამოეყო.
ამ თანხით ხარაგაულში 19 გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბორითში გორგაძეებისა და ფაბრიკის უბნების, ლეღვანში ქვიანთის უბნისა და უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და წელს გრძელდება.
დანარჩენი 16 გზის კეთილმოწყობაზე ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
2021 წლის დეკემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისგან წარდგენილი და 2022 წელს განსახორციელებელი 12 367 000 ლარი ღირებულების 47 პროექტი მოიწონა.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას