ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მოსაწონებლად 12 367 000 ლარი ღირებულების 47 პროექტი წარუდგინა.
პროექტების განხორციელება ხარაგაულის თვითმმართველობას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს სურს.
გთავაზობთ ამ პროექტების ჩამონათვალს, სავარაუდო ღირებულებებთან ერთად, პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადა 2022 წლის მარტი – ოქტომბერია.
- ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) – 178 700 ლარი;
- ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) – 300 ათ. ლარი;
- მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) – 422 848 ლარი;
- ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი) – 150 ათ. ლარი;
- თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (II ეტაპი) – 270 639 ლარი;
- ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი) – 150 ათ. ლარი;
- ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი) – 150 ათ. ლარი;
- ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი) – 150 ათ. ლარი;
- ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი) – 300 ათ. ლარი;
- კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი) – 255 004 ლარი;
- ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი) – 200 ათ. ლარი;
- უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) – 150 ათ. ლარი;
- ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 ათ. ლარი;
- ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია – 368 187 ლარი;
- ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი) – 75 ათ. ლარი;
- ხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 130 ათ. ლარი;
- სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) – 100 ათ. ლარი;
- საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 ათ. ლარი;
- წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 300 ათ. ლარი;
- ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 200 ათ. ლარი;
- ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილებისა და აბაშიძეების უბანი) – 100 ათ. ლარი;
- ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი) – 300 ათ. ლარი;
- ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 250 ათ. ლარი;
- დაბა ხარაგაულში დევდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია – 218 905 ლარი;
- ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი) – 250 022 ლარი;
- მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილებისა და ტალახაძეების უბანი) – 250 ათ. ლარი;
- ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია – 100 ათ. ლარი;
- ჩრდილში გოგნაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 ათ. ლარი;
- მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი და საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 ათ. ლარი;
- უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 150 ათ. ლარი;
- პატარა ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (დვალების უბანი) – 438 840 ლარი;
- დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი) – 720 898 ლარი;
- ისლარში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 100 867 ლარი;
- ვაშლევის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია – 353 459 ლარი;
- ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეებისა და მელქაძეების უბანი) – 1 138 495 ლარი;
- თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხანდების გზა) – 301 504 ლარი;
- წაქვაში გზის და ხიდის რეაბილიტაცია (I ეტაპი) – 320 678 ლარი;
- მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძე შავარაძირის უბანი) – 265 282 ლარი;
- გოლისში გზის რეაბილიტაცია – 200 ათ. ლარი;
- საქარიქედში მუხების უბნის და ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) – 253 557 ლარი;
- ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 262 234 ლარი;
- მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია (კურტანიძეების უბანი) – 79 720 ლარი;
- ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტალახაძეების უბანი) – 481 513 ლარი;
- წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სადგურის უბანი) – 100 ათ. ლარი;
- წიფაში გზის რეაბილიტაცია – 537 660 ლარი;
- ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი, III ეტაპი) – 230 668 ლარი;
- ზედა ლაშე – საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 512 320 ლარი.
2022 წელს განსახორციელებელი პროექტების ეს ნუსხა საკონსულტაციო საბჭოზე განხილვის შემდეგომ, შესაძლოა, დაკორექტირდეს. ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ.
ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პეტრე შარიქაძის ინფორმაციით, გასულ წელს შერჩეული 32 პროექტიდან 30 განხორციელდა.
„რამდენად რეალურია, რომ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 47-ვე პროექტის დასაფინანსებელი თანხა მივიღოთ, ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია“, – ამბობს პეტრე შარიქაძე.